ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი

 
 
 

ისტორია

 
 

ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის ისტორია

საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი შეიქმნა საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 სექტემბრის #526 ბრძანებულებით და წარმოადგენდა კანონით განსაზღვრულ, აღმასრულებელ ხელისუფლებაში დამოუკიდებლად მოქმედ სამთავრობო დაწესებულებას, რომელიც ახორციელებდა მმართველობით ფუნქციებს, საქართველოს ვეტერანთა ცხოვრებისა და სახელმწიფოებრივ-საზოგადოებრივი მოღვაწეობის უზრუნველსაყოფად ასრულებდა კანონიდან გამომდინარე ან საქართველოს პრეზიდენტის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
2004 წლის 11 თებერვლის “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტი რეორგანიზებული იქნა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებად და მმართველობის სფეროში გადაეცა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხუთი სტრუქტურლი ქვედანაყოფითა და თერთმეტი ტერიტორიული ორგანოთი.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 20 ივლისის #287 დადგენილების მიხედვით, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი გადაეცა თავდაცვის სამინისტროს.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 9 დეკემბრის #471 დადგენილების თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინიტროს მმართველობის სფეროში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტს შეეცვალა სტატუსი და გარდაიქმნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტრუქტურულ ქვედანაყოფად.

<< >>
ორშსამოთხხუთ პარშაბკვ

mod.gov.ge